გილოცავთ ახალ წელს! ყველას მოგილოცავთ შობა-ახალ წელს!!! დღეგრძელობას, ბედნიერებასა და მშვიდობას გისურვებთ! მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ უფალმა და ყველაფერი კარგი მოგცეთ!!! სულ ჯანმრთელად და კარგად ყოფილიყავით!!! ახალი წელი უცხოეთში არგენტინა ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს. ავსტრალია ახალი წლის დღეს, სიდნეის პლაჟებზე შესაძლებელია საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები — თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს. ავსტრია ვენა...