5 საუკეთესო ანიმე
               ნიმე - იაპონური ანიმაციური სერიალი, რომელსაც უყურებს მილიონობით    ადამიანი, მათ შორის ზრდასრული და ხანში შესული ადამიანებიც, ძირითადად მამაკაცები. იაპონიაში, ანიმეების სამშობლოში, რომელიც აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მშრომელ ერად, არსებობენ ასეთი ადამიანები - „ოტაკუები“. "Otaku" - იაპონური სიტყვაა და ნიშნავს „ზედმეტად გართული რაღაცაზე“, „ფანატიკი“. იაპონიაში "Otaku"-ს უწოდებენ კონკრეტულად ანიმე ფანებს.
      ნიმე ცნობილია თავისი განსაკუთრებული და გამორჩეული იდეებით, საოცარი სიუჟეტით, მიმდინარეობითა და მრავლისმეტყველი შინაარსით. ანიმეები არსებობს სხვადასხვა ჟანრის, შესაბამისად მათი შედარება მართებული არ არის, მაგრამ მე მაინც შემოგთავაზებთ ჩემ საყვარელ და ჩემთვის საუკეთესო 5 ანიმეს...



  1.Code Geass-კოდი გეასი


   ბრიტანიასა და იაპონიას შორის მიმდინარეობს ომი. ერთ-ერთი ბრიტანელი სტუდენტი - ლულუში(ლულუშ ვი ბრიტანია -  იყო ბრიტანეთის პრინცი, რომელსაც დედა მოუკლეს და ამის გამო იმპერატორმა ის და მისი ინვალიდი და ნანალი, გადაასახლა იაპონიაში), შემთხვევით შეიძენს უდიდეს ძალას გარიგების სანაცვლოდ, რომელიც გულისხმობს აბსოლუტიზმს. ესეიგი რასაც ლულუში უბრძანებდა ნებისმიერ ადამიანს თვალებში ჩახედვის შემდეგ ის აუცილებლად გააკეთებდა ამას, იქნებოდა ეს თავის მოკვლა, ვინმე სხვის მოკვლა თუ ცეკვა. ლულუში ამ ძალით დაიწყებს ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლას შურისძიების მიზნით. მას უნდოდა ნანალისათვის შეექმნა იდიალური სამყარო, სადაც ისინი იცხოვრებდნენ მშვიდად და ბედნიერად. ამისათვის ის გადაწყვეტს შეებრძოლოს თავის ძმებს-ბრიტანეთის პრინცებს და თავად ბრიტანეთის იმპერატორს - ჩარლზ ზი ბრიტანიას, რომელსაც ღმერთის მოკვლა ჰქონდა განძრახული. ის შექმნის თავის პირად არმიას, შემდეგ არმიას და დიდი თავგადასავლები გადახდება თავს. შეძლებს თუ არა იგი დაამარცხოს ბრიტანეთი და შექმნას იდიალური სამყარო ამას აღარ მოგიყვებით, რადგანაც დარწმუნებული ვარ ძალიან დაგაინტერესათ ამ ანიმემ და გირჩევთ უყუროთ.


2.Death Note-სიკვდილის რვეული
      ეს ანიმეც ერთ-ერთ სტუდენტზეა - იაგამი ლაითზე, რომელიც იპოვნის ციდან ჩამოვარდნილ რვეულს, რომელსაც აწერია - Death Note(სიკვდილის რვეული). ამ რვეულში შიგნით ეწერა წესები, რომლებიც იაგამის დაეხმარებოდა მის გამოყენებაში. რვეულის 1-ლი წესი იყო ის, რომ ადამიანი, რომლის სახელი და გვარიც ჩაწერილი იქნებოდა ამ რვეულში, მოკვდებოდა  როგორც და როდესაც იქნებოდა მითითებული. ადამიანის მოკვლისათვის წერის დროს აუცილებლად უნდა გაგეხსენებინა მისი სახე, რომ სხვა ადამიანი არ მომკვდარიყო. როდესაც იაგამიმ ეს რვეული სახლში მიიტანა, მან დაინახა უცხო გარეგნობის კაცი, რომელმაც თქვა, რომ იყო სიკვდილის ღმერთი და ეს რვეული მას ჩამოუვარდა ციდან. იაგამიმ ამ რვეულის მეშვეობით დაიწყო სამყაროს გაწმენდა დამნაშავეებისაგან კირას სახელით, მაგრამ რათქმაუნდა მკვლელობების გამოძიება დაიწყო პოლიციამ. თავდაპირველად ეს მკვლელობები ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა, რადგანაც ყველა დამნაშავე თავს იკლავდა. რა თავგადასავლები გადახდა იაგამის და როგორ გაართვა ამ ყველაფერს თავი თვითონ ნახეთ. 


3.Psycho-Pass-ფსიქო პასპორტი

   მესამე ადგილზეა ფსიქო პასპორტი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ანიმე თავისი იდეის გამო გახდა. ეს ანიმე არის მომავალზე, რომელშიც გამოგონილია ეგრეთწოდებული „ფსიქოლოგიური“ პასპორტი, რომლის მეშვეობითაც პოლიცია იგებს ამა თუ იმ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაზე ფიქრობს ეს ადამიანი. ქუჩაში დგანან რობოტები, რომლებიც ყოველ წამს აფიქსირებენ და განაახლებენ ადამიანთა პასპორტებს, მონაცემები მიეწოდება პოლიციას და თუ ადამიანის პასპორტი ცუდ მდგომარეობაშია,  ესეიგი ის პოტენციური დამნაშავეა და ფიქრობს მკვლელობაზე ან რაიმე მაგდაგვარზე იმ ადამიანს აკავებენ და მიჰყავთ გამოსასწორებელ დაწესებულებაში, სადაც მათ მკურნალობენ და ისინი უბრუნდებიან ჩვეულებრივ მდგომარეობას. ამას ახერხებენ იარაღების მეშვეობით, რომელსაც ჰქვია „დომინატორი“. ეს იარაღი ამოწმებს ადამიანის ფსიქოლოგიურ პასპორტს და იმის მიხედვით ის ან იკეტება(თუ ადამიანი უდანაშაულოა), ან დამაძინებლის ფორმას იღებს(თუ ადამიანი პოტენციური დამნაშავეა), ან მკვლელობის რეჟიმში ირთვება და ადამიანს ხეთქავს(თუ ადამიანი დამნაშავეა), ანდაც გამანადგურებელ რეჟიმში გადადის(თუ ადამიანი სასტიკი დამნაშავეა). ეს მხოლოდ ანიმეს აღწერაა და გირჩევთ აუცილებლად უყუროთ, ოღონდ პატარა ბავშვებს არ აყურებინოთ ეს ანიმე. 
     ანიმე თავიდან ბოლომდე ქართულად სამწუხაროდ არც-ერთ საიტზე არ დევს, ასე რომ თუ ყურება გინდათ მოგიწევთ უყუროთ ინგლისურად :D.


4.Seven Deadly Sins - შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა

ანიმე ჯადოქრობებზე და თავგადასავლებზე. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა არის ერთ-ერთი ყველაზე გასართობი მოქმედებითი ანიმე. პრინცესა იწყებს ძებნას მოღალატე რაინდების შვიდი მომაკვდინებელი ცოდვისა, რომელთაც აქვთ უდიდესი ძალა, რათა დაამარცხოს წმინდა რაინდები, რომლებიც ღალატობენ სამეფოს. ის თავდაპირველად იპოვნის შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის კაპიტანს მელიოდასს. მელიოდასი პატარა ბიჭია რომელსაც დემონის ძალა გააჩნია და ის პრინცესა ელიზაბეტს დაეხმარება დანარჩენი წევრების პოვნაში, შემდეგ კი ერთად შებრძოლებიან წმინდა რაინდებს. ვისაც გიყვართ მოქმედებითი ჟანრის ფილმები და ანიმეები, ამ ანიმეთი არ მოიწყენთ, თანაც სულ რაღაც 24 სერიაა.


5.God Eater - ღმერთების მჭამელი
ვინც იცით ანიმე ტიტანებზე შერკინება, ეს ანიმე ძალიან გავს მას, მაგრამ შეიცავს განსხვავებულ პერსონაჟებსა და მოქმედება მიმდინარეობს ბევრად სწრაფად. ეს ანიმე მოგვითხრობს მსოფლიოზე, რომელსაც უტევენ სხვადასხვა სახის მუტანტები. მათ წინააღმდეგ იბრძვიან ჯარისკაცები - ღმერთების მჭამელები, რომლებსაც გააჩნიათ სამი სახის იარაღი: დიდი ხმალი, პულიმიოტი და ტრანსფორმატორი. ჯარში მზადებას დაიწყებს ერთი ბიჭი, რომელსაც ძალიან სურს მსოფლიოს გადარჩენი და ძალიან ჯიუტი და მამაცი ბიჭია. იგი დაიმსახურებს გუნდელების პატივისცემას და გახდება უდიდესი ძალა გუნდისათვის. მუტანტების დახოცვით ისინი ღებულობენ საჭირო მატერიალებს, იმისათვის რომ ააშენონ შენობა, რომელშიც დაეტევა მთელი მსოფლიოს ხალხი და დაიცავს მათ მუტანტებისაგან. პარალელურად მოქმედებისა, ვუყურებთ გახსენებებსა და მოგონებებს.
    ეს ანიმე სამწუხაროდ ქართულად არ დევს და შემოგთავაზებთ ინგლისურ ვარიანტს.


     იმედია მოგეწონათ ჩემი ანიმე ხუთეული, იმედია მოგეწონებათ თუ უყურებთ და აბა თქვენ იცით!!!






Comments

Popular posts from this blog